“იმდენი უბედურება და ცინიზმი ჩანს გვარამიას ამ განცხადებაში”

0

„იმდენი უბედურება და ცინიზმი ჩანს გვარამიას ამ განცხადებაში…”, – ჟურნალისტი შორენა შავერდაშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებას ეხმიანება.
როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ტელეკომპანიიდან წასულ თანამშრომლებს თუ ღირსება აქვთ, გვარამიასთან არ უნდა იმუშაონ.
„გუშინდელი ამბებიდან ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ნიკა გვარამიას თავისი უკვე ყოფილი ჟურნალისტებისა და თანამშრომლების შეურაცხყოფა და შანტაჟი იყო – აა, დარჩენას გადაწყვეტთ, რა პრობლემაა, თქვენს პრემიებსაც გამოვფენთ! იმდენი უბედურება და ცინიზმი ჩანს მის ამ განცხადებაში, ვერ ვხვდები, რ2-იდან წასულებმა, თუ მათ ღირსების განცდა აწუხებთ, როგორ უნდა იმუშაონ გვარამიასთან?”, – წერს შავერდაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
ცნობისათვის, გუშინ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ახალ ტელევიზიასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ საუბრობდა.
“მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვ-ს, ინვესტორები – არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა რ2-ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი “ცხვება”. მთავარი ხალხი, ვინც რ2-ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ. აწი, ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი – ივანიშვილის ტვ-ა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და “შვილებს რა ვაჭამო” არ მოიმიზეზოთ. მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება. p.s – ბოლო ოთხის სიტყვა “მთავარი არხის” სლოგანია. p.s ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა, პატასალია რჩება, ვისაც თავისუფლება – მოდის. as simple as that.”, – წერს გვარამია.

კომენტარები

კომენტარი