აზერბაიჯანში მიწისძვრა მოხდა, რომელიც 2 წუთის განმავლობაში გაგრძელდა

აზერბაიჯანში, დაშქესანის რაიონში 4,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ქვეყნის რესპუბლიკურ სეისმურ ცენტრში განაცხადეს, რომ მიწისქვეშა ბიძგები 2 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
ცენტრში აცხადებენ, რომ მიწისძვრა ადგილობრივი დროით 09:41 საათზე მოხდა.
21 აგვისტოს საქართველო-სომხეთის საზღვართან 3,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც ნგრევა არ მოჰყოლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები