ემზარ კვიციანი: სულ “რუსთავი2” მექნება ჩართული

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ამიერიდან სულ “რუსთავი2” მექნება ჩართული.
“პირველად ვდგები ეხლა და მივდივარ ტელევიზორის ჩასართავად სულ რუსთავი მექნება ჩართული!”,-წერს ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში.
​შეგახსენებთ, გუშინ გამართულ ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლდნენ სამსახურიდან. მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მოხდება. სალიას განცხადებით, გათავისუფლებულთა შორის იქნებიან გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და სხვა თანამშრომლები. მოგვიანებით კი, „კურიერის“ მთავარი გამოშვების წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმაც დატოვეს ტელეკომპანია. ამის შესახებ განცხადება მათ 9-საათიანი „კურიერის“ ეთერში გააკეთეს.
​ახლახანს არხი დატოვეს “კურიერის” რეპორტიორებმაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები