მადრიდში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა – დაშავებულია 35 მგზავრი

მადრიდის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც რეისს მავრიკიადან ასრულებდა, ავარიულად დაეშვა.
El Mundo-ს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 35 ადამიანი დაშავდა, მათგან, სულ მცირე, 10 საავადმყოფოში მოხვდა.
გამოცემის ინფორმაციით, ფრენის დროს Airbus A330-343 ტურბულენტურ ზონაში მოხვდა და ფრენის სიმაღლის 300 მეტრი დაკარგა.
„თავიდან დავიბადეთ. მეგონა, თვითმფრინავი კატასტროფას განიცდიდა“, – განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები