კახა კალაძე: სამშვიდობო პოლიტიკა უნდა გავაგრძელოთ და ოკუპაციას გონიერებით უნდა ვებრძოლოთ

“ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ და ოკუპაციას გონიერებით უნდა ვებრძოლოთ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„პირველი, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ უკანონოდ დაკავებულები გათავისუფლებულები არიან და მოლაპარაკებების შედეგად „ბორდერიზაციის“ პროცესიც შეჩერებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ. ოკუპაციას უნდა ვებრძოლოთ გონიერებით, განათლებით, წინსვლითა და ეკონომიკური განვითარებით”, – განაცხადა კალაძემ.
ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ადგილობრივები გუშინ საღამოს გაანთავისუფლეს. ისინი მთავრობის მეთაურმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა წუხელ მოინახულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები