„რა არის აზრის გამოხატვის თავისუფლება, თუ არა ის, რასაც უკვე მერამდენე დღეა, ვუყურებთ და გვესმის პარლამენტის წინ“

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი რუსკა თევზაძე „რუსთავი 2 -ის“ ირგვლივ განვითარებულ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ბუნებაში არსებული ნებისმიერი პროფესია და, შესაბამისად, პირი, რომელიც ამ პროფესიას ემსახურება, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, მკაცრად უნდა იცავდეს ობიექტურობას.
ჯანსაღი და პროფესიონალური ჟურნალისტიკა კი, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად უნდა ეყრდნობოდეს ობიექტურ მიდგომებს, რაც არავითარ შემთხვევაში გამორიცხავს ჟურნალისტის თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის გამოვლენის შესაძლებლობას.
არავის და, მით უფრო ჟურნალისტს, არ აქვს არც მორალური და, მით უფრო, პროფესიული უფლება, პირადი თუ კორპორატიული სუბიექტური განწყობებისა და დამოკიდებულებების გამო რისკის წინაშე დააყენოს ქვეყანა.
რა არის აზრის გამოხატვის თავისუფლება, თუ არა ის, რასაც უკვე მერამდენე დღეა, ვუყურებთ და გვესმის პარლამენტის წინ“, – წერს რუსკა თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები