ინდონეზიის ციხიდან 250 პატიმარი გაიქცა

ინდონეზიაში, დასავლეთ პაპუას პროვინციის ციხიდან ამბოხის შემდეგ, 250 ადამიანი გაიქცა. ამ დროისთვის, მხოლოდ 5 პატიმრის დაბრუნება მოხერხდა.
მედიის ინფორმაციით, პატიმრების გაქცევას წინ ციხეში ხანძარი უძღოდა.
გაქცეულების სამძებრო ოპერაცია გრძელდება.
პროვინციაში ციხეში ხანძრის გაჩენამდე, ქალაქ სურაბაში პაპუასების დაკავება უძღოდა, რომლებმაც, პოლიციის თქმით, ინდონეზიის დროშის მიმართ უპატივცემულობა გამოხატეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები