აშშ და რუმინეთი შავ ზღვაში თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
აშშ და რუმინეთი აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის შავ ზღვაში თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
შესაბამისი განცხადება თეთრ სახლში ორი ქვეყნის პრეზიდენტების მოლაპარაკების შემდეგ გაკეთდა.
დონალდ ტრამპისა და კლაუს იოჰანისის მოლაპარაკება ვაშინგტონში გაიმართა.
„ჩვენმა ქვეყნებმა შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის, ასევე, ნატო-ს ვალდებულებების გადანაწილების ხანგრძლივი ძალისხმევა განახორციელეს. ჩვენი სამხედროები მხარდამხარ დგანან თავისუფლების დასაცავად და იმედოვნებენ, რომ ჩვენს თავდაცვით შემაკავებელ პოზიციებს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, მათ შორის შავ ზღვაში, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს“,- ნათქვამია განცხადებაში.
რუმინეთში 2016 წლიდან აშშ-ის სამხედრო ბაზა ფუნქციონირებს, რომელზეც Aegis Ashore ტიპის სისტემაა განლაგებული, ასევე, რაკეტა SM-3, რომელიც ბალისტიკური რაკეტების შეკავებისთვის არის განკუთვნილი.