ტრამპი დანიის პრემიერზე განაწყენდა – თეთრი სახლის ლიდერმა ქვეყანაში ვიზიტი გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სექტემბრის დასაწყისში დანიაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
ამის მიზეზი გახდა ის, რომ დანიამ გრენლანდიის გაყიდვაზე ტრამპის ადმინისტრაციას უარი უთხრა.
„დანია განსაკუთრებული ქვეყანაა, არაჩვეულებრივი ადამიანებით, მაგრამ პრემიერმინისტრ მეტე ფრედერიკსენის მიერ გაკეთებულ კომენტარებზე დაყრდნობით, რომ ის გრენლანდიის გაყიდვით დაინტერესებული არ არის, გადავდებ ჩვენს შეხვედრას სხვა დროისთვის“, – დაწერა ტრამპმა Twitter-ის გვერდზე.
ტრამპმა, ასევე, დასძინა, რომ პრემიერმინისტრმა ასეთი პირდაპირობით აშშ-ისა და დანიის უამრავი შესაძლებლობა დაზოგა. “მადლობას ვუხდით მას ამისთვის და მოუთმენლად ველოდები მასთან შეხვედრას ოდესმე, მომავალში“.
დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, რომ ის დანიის ავტონომიური ტერიტორიის გრენლანდიის ყიდვით არის დაინტერესებული.
აღნიშნულს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც უპასუხეს და თეთრი სახლის ლიდერს უთხრეს, რომ გრენლანდიაში ბიზნესის კეთება ძალიან კარგია, მაგრამ ის არ იყიდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები