რინკევიჩუსი: გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მორიგი აშკარა დარღვევა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩუსი სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესს გამოეხმაურა.
როგორც რინკევიჩუსმა Twitter-ის გვერდზე დაწერა, აღნიშნული საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაა.
„სოფელ გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესი, რომელსაც რუსეთის მიერ კონტროლირებადი ცხინვალის ხელისუფლება ახორციელებს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგი დარღვევაა. მხარს ვუჭერ ევროკავშირის დელეგაციის განცხადებას, რომ ეს უკანონო ქმედება უნდა დასრულდეს“, – დაწერა რინკევიჩუსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები