მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია 

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, მისი და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშები დაყადაღებულია. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ამის მიზანი მის მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობისა და ანაკლიის პორტის პროექტის საბოლოო გაჩერებაა.
„დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება. ვერ შეგვაშინებთ! ბრძოლას ვაგრძელებთ!“ – წერს მამუკა ხაზარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები