რიო დე ჟანეიროში ავტობუსის გამტაცებელი ლიკვიდირებულია

რიო დე ჟანეიროში სამართალდამცველებმა იმ მამაკაცის ლიკვიდირება შეძლეს, რომელმაც სამგზავრო ავტობუსი გაიტაცა და მძევლები აიყვანა.
ამის შესახებ ინფორმაციას Globo სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მამაკაცმა თავი სამხედრო პოლიციის ოფიცრად წარადგინა. მან მძღოლისგან სატრანსპორტო საშუალების გაჩერება მოითხოვა, ასევე, სალონში ბენზინის დაღვრითა და მისი დაწვით იმუქრება.
სნაიპერმა მამაკაცის ლიკვიდირება იმ დროს შეძლო, როდესაც ის ავტობუსიდან გადმოდიოდა.
არცერთი მძევალი დაშავებული არ არის.
სხვადასხვა მონაცემით ავტობუსში, სავარაუდოდ, 37-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები