იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
იაპონიაში, აომორის პრეფექტურაში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 10 კმ სიღრმეში დაფიქსირდა.