რიო დე ჟანეიროში მამაკაცმა სამგზავრო ავტობუსი გაიტაცა – უცნობია, რამდენი მძევალია აყვანილი

რიო დე ჟანეიროში მამაკაცმა სამგზავრო ავტობუსი გაიტაცა. ამჟამად უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფება სალონში.
Correio Braziliense-ის ინფორმაციით, გზაზე მოძრაობა ბლოკირებულია.
წინასწარი ინფორმაციით, გამტაცებელმა თავი სამხედრო პოლიციის ოფიცრად წარადგინა. მან მძღოლისგან სატრანსპორტო საშუალების გაჩერება მოითხოვა, ასევე, სალონში ბენზინის დაღვრითა და მისი დაწვით იმუქრება.
გამოცემის ინფორმაციით, მამაკაცმა სამი ქალი და ერთი მამაკაცი გაათავისუფლა.
სამართალდამცველები, მათ შორის, სამხედრო პოლიციის თანამშრომლები მამაკაცთან მოლაპარაკების გამართვას ცდილობენ.
ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული.
ავტობუსის გატაცების მოტივი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები