თვითმფრინავი, რომელიც რეისს მოსკოვი-პარიზის მიმართულებით ასრულებდა, ლუქსემბურგში საგანგებოდ დაეშვა

ავიაკომპანია Air France-ს კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც რეისს მოსკოვი-პარიზის მიმართულებით ასრულებდა, ლუქსემბურგის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა.
ამის შესახებ ავიაკომპანიის პრესსამსახურში განაცხადეს.
არსებული ინფორმაციით, პილოტმა გადაწყვეტილება მუხრუჭის სისტემისგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე მიიღო.
„შესაძლოა, ეს ცრუ შეტყობინება იყო, მაგრამ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ეკიპაჟმა თვითმფრინავის დაშვების გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა Air France-ის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ტექნიკური შემოწმების გავლის შემდეგ, თვითმფრინავი პარიზისკენ გაფრინდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები