რუსეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა CNN-ი დააჯარიმა
რუსეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ამერიკული ტელეკომპანია CNN-ი 200 ათასი რუსული რუბლით (8980 ლარი) დააჯარიმა.
ამის მიზეზი გახდა ის, რომ უწყებამ სარეკლამო კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა დააფიქსირა.
კერძოდ, ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა გამოავლინა რიგი შემთხვევები, როდესაც ტელეარხის ბადეში არხის შესახებ ფრაგმენტები და მათი ლოგოტიპის შესახებ ინფორმაცია შეწყვეტილი გადაცემის ხმას 1,6-დან 9,6-მდე დეციბელებით აღემატებოდა მაშინ, როდესაც დასაშვები დეციბელია 1,5.