მოსკოვი ვაშინგტონს აფრთხილებს

რუსეთი აშშ-ის ვენესუელის ზღვის ბლოკადის შესახებ აფრთხილებს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, არალეგიტიმურ სანქციათა წნეხის საკითხის განხილვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და ვენესუელის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტს, დელსი როდრიგესს შორის მოხდება.
რიაბკოვის თქმით, როდრიგესმა მოსკოვში რიგი მოლაპარაკება გამართა და მასთან კონტაქტები სხვადასხვა მიმართულებით კვლავ დამყარდება.
როდრიგესისა და ლავროვის მოლაპარაკება 21 აგვისტოს გაიმართება.
15 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ და მისმა ვენესუელელმა კოლეგამ, პადრინო ლოპესმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც ორი ქვეყანა ერთმანეთის პორტებში სამხედრო გემებს გაგზავნის.
19 აგვისტოს კი უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მრჩევლებს ვენესუელის საზღვაო ბლოკადის შემოღების ინიციატივით მიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპს ვენესუელის სანაპიროს გასწვრივ სამხედრო გემების განლაგება სურს, რომ ამ გზით ვენესუელაში ტვირთის შეტანის ბლოკადა მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები