აშშ-ის პროკურატურა ჯოჰარ ცარნაევის სიკვდილით დასჯას მოითხოვს

      აშშ-ის პროკურატურა სასამართლოს ბოსტონში მომხდარ ტერაქტში ეჭმიტანილი ჯოჰარ ცარნაევის სიკვდილით დასჯას მოსთხოვს,- ამის შესახებ 30 იანვარს “The Boston Globe” წერს. ბოსტონის მარათონის ფინიშთან ჯოჰარ ცარნაევმა ძმასთან ერთად ტერაქტი 2013 წლის აპრილში მოაწყო. ტერაქტს სამი ადამიანი ემსხვერპლა და 250 დაშავდა. სპეცოპერაციის დროს ტამერლან ცარნაევი მოკლეს, ჯოჰარ ცარნაევი კი დააკავეს. მასაჩუსეტის შტატში სიკვდილით დასჯა ფორმალურად აკრძალული არ არის, თუმცა სასჯელის ეს ზომა 1947 წლიდან არ გამოყენებულა. საქმის განხილვის დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ჯოჰარ ცარნაევს ბრალდება 30-ე პუნქტის თანახმად წაუყენეს, აქედან ნახევარზე მეტი სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. თავად ჯოჰარ ცარნაევი ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები