შვედეთში, პოლიციის საწყობში ძლიერი აფეთქება მოხდა (ვიდეო)

შვედეთის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ლინჩეპინგში, პოლიციის საწყობში ძლიერი აფეთქება მოხდა.
SVT-ი წერს, რომ პოლიციამ საწყობი დაბლოკა და გამნაღმველები გამოიძახა.
პოლიციის შენობიდან და ახლოს მდებარე სახლებიდან 3 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. საწყობის შენობა მთლიანად დაინგრა, ახლოს მდებარე საცხოვრებელ სახლებში კი მინები ჩაიმსხვრა.
გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები