პენტაგონმა შეთანხმებით აკრძალული რაკეტა გამოსცადა
პენტაგონმა საშუალო და ნაკლები სიშორის მოქმედების რაკეტების შესახებ შეთანხმებით აკრძალული რაკეტა გამოსცადა.
რაკეტა კალიფორნიის სანაპიროსთან გამოსცადეს.
პენტაგონის ინფორმაციით, რაკეტამ 500 კმ-ზე ფრენის შემდეგ სამიზნე წარმატებით გაანადგურა.
აშშ-ის ახალმა თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ სახმელეთო ბაზირების მთლიანად მოქმედ მობილურ სარაკეტო სისტემას შექმნის, ისურვებდა, რომ საშუალო მანძილის მოქმედების რაკეტები აზიაში განლაგდეს.
„დადგა დრო, ამ შეთანხმებისგან გავთავისუფლდეთ და საკუთარი ინტერესების გატარების შესაძლებლობა მოგვეცეს. ჩვენი ნატო-ელი პარტნიორები ამ პოზიციას იზიარებენ“, – აღნიშნა მან.
ესპერმა იმედი გამოთქვა, რომ აზიაში რაკეტების განლაგება უკვე რამდენიმე თვეში დაიწყება.
ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ აშშ, როგორც ადრე, დაინტერესებულია იარაღის ეფექტურ კონტროლში, მაგრამ ეჭვი ეპარება, რომ მოსკოვი ისურვებს ვალდებულებების შესრულებას.
ვაშინგტონმა შეთანხმებიდან 2 აგვისტოს გავიდა. ამის მიზეზად დასახელდა ის, რომ რუსეთი წლების განმავლობაში შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს არღვევდა.
როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რაკეტის გაშვება ნიშნავს იმას, რომ გამალებული შეიარაღება დაიწყო, რაც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავს.