ფილიპინებზე „დენგეს ცხელებით“ უკვე 188 ათასზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული

ფილიპინებზე „დენგეს ცხელებით“ დაინფიცირებულთა რაოდენობამ 188 ათასს გადააჭარბა, დაღუპულია 807 ადამიანი.
ინფორმაციას Philippine Star-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ცხელება, ასევე, ბანგლადეშშიც არის გავრცელებული, სადაც 40 ადამიანია დაღუპული.
“დენგეს ცხელება” არის გლობალური მნიშვნელობის არბოვირუსული ინფექცია, რომელიც გადაეცემა Aedes გვარის კოღოს მიერ.
აღნიშნული მწერი გავრცელებულია მსოფლიოს ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში, კერძოდ, ინდოეთში, ჩინეთში, ტაილანდში, ინდონეზიაში, მალაიზიაში, მიანმარზე, ვიეტნამში, სუდანში, მოზამბიკში, ჰონდურასში, კოსტა რიკაზე, ბრაზილიასა და ფილიპინებზე.
“დენგე” რნმ ვირუსია, რომელიც ფლავივირუსის გვარს/Flaviviridae მიეკუთვნება.
აღნიშნულ ოჯახში, ასევე, შედის “ყვითელი ცხელების” ვირუსი, “დასავლეთ ნილოსის” ვირუსი, “იაპონური ენცეფალიტის” ვირუსი, “ზიკას” ვირუსი და “სეინტ ლუისის ენცეფალიტის” ვირუსი.
“დენგეს ვირუსული ინფექცია” კლინიკურად იწვევს მრავალფეროვან მძიმე და არამძიმე გამოვლინებებს. ინკუბაციური პერიოდი 3-დან 14 დღემდე გრძელდება (საშუალოდ, 7 დღეს).
ფილიპინებზე ამ ცხელებით წლის დასაწყისიდან უკვე 622 ადამიანი გარდაიცვალა. დაფიქსირებულია 146 ახალი შემთხვევა. ფილიპინების ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეს 98%-ით მეტია შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები