კანარის კუნძულებზე ხანძარს ისევ ვერ აქრობენ – ხელისუფლება უპრეცედენტო ეკოლოგიურ ტრაგედიაზე საუბრობს

გრან კანარიადან ტყის ხანძრის გამო ევაკუირებულთა რაოდენობა 9 ათასამდე გაიზარდა.
BBC-ის ინფორმაციით, ხანძარი ორ სხვადასხვა ლოკაციაზე მძვინვარებს.
პრესკონფერენციაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ინციდენტი უპრეცედენტო ეკოლოგიური ტრაგედიაა.
ჩინოვნიკების თქმით, ხანძრის ქრობას ხელს ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უშლის.
ცეცხლს 14 თვითმფრინავითა და ვერტმფრენით ებრძვიან, ასევე, მასში 700 მეხანძრე, მათ შორის 200 სამხედრო მონაწილეობს.
ცეცხლი ჯერ დასახლებულ პუნქტამდე ვერ აღწევს, თუმცა მოსახლეობა ევაკუირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები