სირიის გამანადგურებლებმა თურქეთის სამხედრო კოლონაზე საჰაერო იერიში მიიტანეს – დაღუპულია სამი თურქი სამხედრო
სირიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა იდლიბის პრვინციაში, თურქეთის სამხედრო კოლონაზე ავიაიერიში მიიტანეს. იერიშის შედეგად სამი თურქი სამხედრო დაიღუპა, 12 კი დაშავდა.
სირიის სამთავრობო ძალების მტკიცებით, თურქეთის სამხედრო კოლონა მეამბოხეების მხარდასაჭერად მიემართებოდა, რომლებიც ქალაქ ხან-შეიჰუნთან იმყოფებოდნენ.
ცოტა ხნის წინ, გაზეთმა Alwatan-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიელმა სამხედროებმა ქალაქ ხან-შეიხუნი დაიკავეს.
ანკარამ, კოლონაზე მიტანილი იერიში დაგმო.