ზუგდიდში მალხაზ მაჩალიკაშვილმა საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

მალხაზ მაჩალიკაშვილმა და მისი მეუღლემ, მედიკო მარგოშვილმა ზუგდიდში, იუსტიციის სახლთან, ხელმოწერების შეგროვების კამპანია დაიწყეს. მალხაზა მაჩალიკაშვილის განცხადებით, ხელმოწერები გროვდება იმისთვის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები აცხადებენ, რომ ხელმოწერებს საქართველოს ყველა რეგიონში შეაგროვებენ.მაჩ
ალიკაშვილებმა ხელმოწერების შეგროვება აჭარის რეგიონიდან დაიწყეს და სამეგრელოს შემდეგ, იმერეთისა და კახეთის რეგიონს ესტუმრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები