რუსეთმა იდლიბზე ავიაიერიში მიიტანა – დაღუპულია 13 ადამიანი

რუსეთმა იდლიბში დეესკალაციის ზონაზე ავიაიერიში მიიტანა, რომლის შედეგად 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 20 დაშავდა.

ამის შესახებ იდლიბის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს ხელმძღვანელმა მუსტაფა ხაჯ იუსუფმა განაცხადა.

Anadolu–ს ინფორმაციით, ინციდენტი დასახლებულ პუნქტ ხასთან მოხდა.

დაღუპულთა შორის ფეხმძიმე ქალიც არის.

ამასთან, ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიის ინფორმაციით, იერიშის შედეგად 17 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 6 ბავშვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები