პოლიციამ ბათუმში ავტომობილის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილის ჯგუფურად გაქურდვის მცდელობის ფაქტზე, 2 პირი – 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ბ. და 1998 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულები ბათუმში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ფიროსმანის ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთის მოპარვას ცდილობდნენ.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“,- აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები