აშშ-ში, უნივერსიტეტთან სროლა მოხდა – არიან დაღუპულები

აშშ-ში, ალაბამას შტატში, სახელმწიფო უნივერსიტეტთან სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა.
The New York Post-ის ინფორმაციით, ექიმები ორი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებენ, როგორც მძიმეს.
პოლიციას თავდამსხმელი დაკავებული ჯერ არ ჰყავს.
უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, სროლა სასწავლებლის კამპუსის ტერიტორიაზე არ მომხდარა.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს აშშ-ში ტეხასის შტატის ქალაქ ელ პასოს სუპერმარკეტში, სროლის შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაიჭრა.
ამავე დღეს, მოგვიანებით, ქალაქ დეტროიტში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თავდამსხმელიც, 20-ზე მეტი კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები