ჯონ კერი ხვალ უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს შეხვდება

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი 1 თებერვალს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება. კონფერენციის ფარგლებში ჯონ კერი შეხვედრას გამართავს უკრაინის ოპოზიციის ლიდერებთან – ვიტალი კლიჩკოსთან, არსენი იაცენიუკთან და რუსლან ლიჟიკოსთან. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, ისინი იმედოვნებენ, რომ უკრაინის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი შედეგიანი იქნება. შაბათს ჯონ კერის უკრაინის ოპოზიციური პარტიის მთავარ ლიდერებთან შეხვედრის შესაძლებლობა პირველად ექნება,- მიუხენის საერთაშორისო კონფერენციაზე გამგზავრებამდე განაცხადა ჯონ კერის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები