ლევან კალანდაძე: წარმოუდგენელია, ყურძნის ჩაბარების ფასი ყოველ წელს ერთი და იგივე იყოს, ის თავისუფალ ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისად ყალიბდება

ბიზნესომბუდსმენის მოადგილე, ლევან კალანდაძე სოციალურ ქსელში მეღვინეობის დარგში  რთველთან დაკავშირებული მოსალოდნელი სირთულეების შესახებ წერს.
„ყოვლად წარმოუდგენელია, ყურძნის ჩაბარების ფასი ყოველ წელს ერთი და იგივე იყოს. ყურძნის ჩასაბარებელი ფასი ყალიბდება თავისუფალ ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისად. ანუ  ფასი იქნება ისეთი, როგორი მოთხოვნაცაა ბაზარზე ამა თუ იმ წელს. შესაბამისად, ზოგიერთ წელს ყურძნის ფასი მოიმატებს, ზოგიერთ წელს კი – დაიკლებს. ეს სავსებით ბუნებრივი და ლოგიკურია.
ივლისის მოვლენების შემდეგ, გარკვეულწილად, შეიცვალა მოლოდინები რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით და იმის მიუხედავად, რომ რუსული მხარის მიერ დაანონსებული ემბარგო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის არ დაწესდა, ამან მაინც შეცვალა მოლოდინები და დღის წესრიგი ქართული ექსპორტიორი კომპანიებისთვის. ბუნებრივია, ქართული კომპანიები უფრო ფრთხილობენ, ნაკლებად რისკავენ და ეს, გარკვეულწილად, შესაძენი და ჩასაბარებელი ყურძნის მოთხოვნაზეც და აქედან გამომდინარე  ფასზეც აისახება. ვფიქრობ, ეს დროებითი მოვლენაა და, მოლოდინების დასტაბილურების პარალელურად, ჩასაბარებელ ყურძენზე მოთხოვნა ისევ დასტაბილურდება და ყურძნის ფასიც შესაბამისად მოიმატებს“, – წერს ლევან კალანდაძე სოცილურ სქელში
ცნობისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ 2019 წლის რთველის მზადებასა და მოლოდინებთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღვინის ექსპორტის ტემპი იკლებს დიდი ბაზრის, რუსეთის ხარჯზე და ეს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიდანაა გამოწვეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები