”ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ყველაზე დიდი მხარდაჭერა ამომრჩევლების მხრიდან ბოლო 13 წლის განმავლობაში, რაც ადასტურებს ხელისუფლების გადაწყვეტილებების სისწორეს” – პაპუაშვილი

“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით დაიხურა ერთი საარჩევნო ციკლი – შარშან ქართულმა ხალხმა აირჩია პარლამენტი, დეკემბერში საარჩევნო კოლეგიამ აირჩია პრეზიდენტი და წელს ქართველმა ხალხმა აირჩია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობა, ამით ყველა არჩევითი კონსტიტუციური ორგანო არის დაკომპლექტებული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არჩევნების ერთწლიანი ციკლი ამით დასრულდა და წინ არის სამი წელი მომავალ არჩევნებამდე.

„ქართული ოცნების“, ხელისუფლებაში მყოფი პარტიის მხარდაჭერა გამეორდა, როგორც ეს იყო საპარლამენტო არჩევნებში, მილიონ 120 ათასი ხმა მიიღო. „ქართულმა ოცნებამ“ შარშან, საპარლამენტო არჩევნებში და წელს, თვითმმართველობის არჩევნებში მილიონ 105 ათასი ხმა, რაც არის რეკორდული მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის, როგორც მთლიანად, საქართველოს მასშტაბით, ისე თბილისის მასშტაბით. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ყველაზე დიდი მხარდაჭერა ამომრჩევლების მხრიდან ბოლო 13 წლის განმავლობაში, რაც ადასტურებს ერთი მხრივ ხელისუფლების გადაწყვეტილებების სისწორეს, რომ ხელისუფლება არჩევნებს შორის პერიოდშიც ყურს უგდებს, თუ რა არის ეროვნული ინტერესი, რა არის ხალხის ინტერესი და მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესში. ეს არჩევნებიც იყო დასტური ყველა გადაწყვეტილებების სისწორისა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები