“4 ოქტომბერს „გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა და დამარცხდნენ ისინი, რომლებიც ქვეყნის გადატრიალებას, ამ ქვეყნის 90-იან წლებში დაბრუნებას აპირებდნენ” – პაპუაშვილი
“4 ოქტომბერი იყო დემოკრატიის ზეიმი, ვინაიდან ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა მოწოდებები სახელმწიფო გადატრიალებისკენ, ხელისუფლების დამხობისკენ, ვხედავდით მხარდაჭერას გარედან, ირიბს და, სამწუხაროდ, ვიხილეთ პირდაპირი მხარდაჭერა გარედან, სახელმწიფო გადატრიალების წინასწარ დაანონსებული შეკრების მიმართაც”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, 4 ოქტომბერს „გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა და “დამარცხდნენ ისინი, რომლებიც ქვეყნის გადატრიალებას, ამ ქვეყნის 90-იან წლებში დაბრუნებას აპირებდნენ”.
” მათ დადგეს სცენები, რომლებიც 90-იანი წლებიდან გვახსოვს. ერთადერთი სხვაობა იყო, რომ ის კადრები შეიძლება, ბევრს შავ-თეთრ ფერებში ახსოვს და ეს უფრო ახალი კადრები იყო, თუმცა შინაარსი და ბოროტი სულისკვეთება – ზუსტად მსგავსი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.