საქართველოს კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს მსოფლიოში აღიარებულ საოპერო მომღერალს – იანო ალიბეგაშვილს
საქართველოს კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს მსოფლიოში აღიარებულ საოპერო მომღერალს – იანო ალიბეგაშვილს.
„ქალბატონმა იანომ საქართველოს, ქართულ კულტურას ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ წლებში გაუთქვა სახელი.
რამდენიმე დღის წინ, იანო ალიბეგაშვილს კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო გადაეცა, რაც მის მიერ გაწეული შრომის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
ქალბატონი იანოს გამორჩეული შესაძლებლობებისა და სამშობლოსთან მტკიცე კავშირის დასტურია, თუნდაც, ის, რომ მან პირველმა შეასრულა კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის უნიკალური ნაწარმოები „ავე მარია“. .
იანო ალიბეგაშვილი ჩვენი ახალგაზრდა ვოკალისტების დიდი მხარდამჭერი და მეგობარია. სწორედ ასეთი პედაგოგების თანადგომით ყალიბდება ძლიერი თაობა.
ვუსურვებთ მას დიდ წარმატებებს“! – ნათქვამია მილოცვაში.