ირაკლი კირცხალია ევრობიუროკრატებს: თქვენი უამრავი ბინძური მცდელობის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის შვილები არასდროს იტყვიან უარს ღირსებაზე, იდენტობაზე, სუვერენიტეტზე და თავისუფლებაზე, რომლისგანაც, სამწუხაროდ, თქვენ, ევრობიუროკრატიის და “დიფ სთეითისგან” ხელდასხმული დღევანდელი ე.წ. პოლიტიკოსები, ხართ სრულიად დაცლილი

ხელის გულზეა ის ბინძური მცდელობა, იმ ბინძური სცენარის აღსრულებისა, რომელსაც ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ვიხილეთ გუშინ პირდაპირი მტკიცებულება მხარდაჭერისა, იმ პირდაპირი მნიშვნელობით ექსტრემიზმის, რასაც უკვე ბოლო წლებია, ჩვენი საზოგადოება ადევნებს თვალყურს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტის შეფასებისას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კირცხალიას თქმით, ევრობიუროკრატებს მოუწევთ, შეეგუონ ქართული საზოგადოების მიერ გაკეთებულ არჩევანს. მანვე აღნიშნა, რომ უამრავი ბინძური მცდელობის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა არასდროს დათმობს ღირსებას, იდენტობას და თავისუფლებას, რომლისგანაც “დიფ სთეითის” მიერ ხელდასხმული დღევანდელი ე.წ. პოლიტიკოსები,  დაცლილები არიან.

“კიდევ ერთხელ, მთავარი შეკითხვა, რომელიც გვიჩნდება ჩვენს, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, საზოგადოებას, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას: როდემდე უნდა გაგრძელდეს, მეგობრებო – ევრობიუროკრატებს მივმართავ – თქვენივე ხელით ძირის თხრა იმ ევროპული ფასეულობების და ღირებულებების, რისი სახელითაც გვესაუბრებით ჩვენ, როდემდე უნდა გააგრძელოთ ის დესტრუქცია და ჩვენი საზოგადოების, სუვერენული ქვეყნის შეურაცხყოფა, რასაც თქვენ ასე უტიფრად ახორციელებთ? პასუხი არის ძალიან მარტივი, პასუხი უკვე გაგცათ თქვენ საზოგადოებამ და დამერწმუნეთ, აბსოლუტურად ყველას მოგიწევთ ამ პასუხთან შეგუება. მოგიწევთ შეგუება, იმიტომ, რომ გახსოვდეთ, ამ ტრიბუნიდან გეუბნებით ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის სახელით, მიუხედავად ამ თქვენი უამრავი ბინძური მცდელობისა, ჩვენი ქვეყნის შვილები, პირველ რიგში, არასდროს იტყვიან უარს თავის ღირსებაზე, არასდროს იტყვიან უარს თავის იდენტობაზე, იმ სუვერენიტეტზე, თავისუფლებაზე, რომელსაც ასე იცავენ და იცავდნენ საუკუნეების მანძილზე და რომლისგანაც, სამწუხაროდ, თქვენი სახით, დღევანდელი – ევრობიუროკრატიის და “დიფ სთეითისგან” ხელდასხმული ე.წ. პოლიტიკოსები, ხართ სრულიად დაცლილი,” – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები