ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს, ვიტორ გასპარს შეხვდა, რომელსაც აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის ვადა ოქტომბრის ბოლოს ეწურება. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ფინანსთა მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისა და წლების განმავლობაში ფინანსთა სამინისტროსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სსფ-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი როდრიგო ვალდესი. ლაშა ხუციშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ხელმძღვანელის პირობებში გაგრძელდება ქვეყნის მხარდაჭერა ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები