საქართველოს კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს ანსამბლ „მართვეს” სამხატვრო ხელმძღვანელს – ვარლამ ქუტიძეს
საქართველოს კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს ანსამბლ „მართვეს” სამხატვრო ხელმძღვანელს – ვარლამ ქუტიძეს.
„ვარლამი ანზორ ერქომაიშვილის მიერ გაკვალულ გზას აგრძელებს და ჩვენს ახალგაზრდებს ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ნამდვილ ოსტატებად ზრდის.
ახალი თაობისთვის ასეთი უფროსი მეგობრები და მეგზურები დიდი საჩუქარია.
წარმატებებს ვუსურვებთ ვარლამს მის შესანიშნავ გუნდთან ერთად“! – წერია მილოცვაში.