ტრამპი ესპანეთის მთავრობას აკრიტიკებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ესპანეთის მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე უარის თქმის გამო, მადრიდზე ეკონომიკური ზეწოლა მოხდება.

„მე ძალიან უკმაყოფილო ვარ ესპანეთით. ნატო-ში ერთადერთი ქვეყანაა, რომლის თავდაცვის ხარჯები 5%-ს ვერ აღწევს. ამიტომ, მე განვიხილავ ესპანური პროდუქტების იმპორტზე ტარიფების შემოღებას“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, მადრიდის ნელა მუშაობამ ამ საკითხში, შესაძლოა, ევროპის უსაფრთხოებაზე უარყოფითად იმოქმედოს.

“ჩვენ გვყავს ერთი ჩამორჩენილი ქვეყანა – ესპანეთი. ჩვენ უნდა დავუკავშირდეთ მათ და გავარკვიოთ, თუ რატომ არ შეუძლიათ თავიანთი ვალდებულებების შესრულება. მათ არანაირი მიზეზი არ აქვთ. გულწრფელად რომ ვთქვათ, დროა, ისინი ნატო-დან გავიყვანოთ“, – თქვა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები