პოლონეთი რუსული გაზის ტრანზიტის საფასურის გაზრდას გეგმავს

პოლონეთი ცდილობს, გერმანიაში „გაზპრომის“ გაზის ტრანზიტის ისეთ ტარიფებზე შეთანხმდეს, რომელიც ქვეყანას მოგებას მოუტანს.
ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, პეტრე ნაიმსკიმ განაცხადა.
ამჟამად, გაზსადენი „იამალი“ გერმანიაში გაზის 29 მლრდ.კბ/მ გაზის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
„ეს ბიზნესსაკითხია. შევეცდებით, რომ ის უფასოდ არ გატარდეს, როგორც ამჟამად ხდება. წელიწადში 21 მლნ დოლარის ოდენობის შემოსავალი ტრანსპორტირებული მილიარდების სანაცვლოდ – არაფერია“, – აღნიშნა მან.
იამალის გაზსადენით დასავლეთ ევროპაში გაზის ტრანსპორტირების კონტრაქტს ვადა 2020 წლის 16 მაისს ეწურება.
ნაიმსკის თქმით, ვარშავა კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს.
მანამდე, ნაინმსკიმ განაცხადა, რომ 2022 წლის ბოლოს პოლონეთი რუსულ გაზზე აღარ იქნება დამოკიდებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები