გია გაბრიჭიძე სალომე სამადაშვილს: მე გეტყვით მაგ ფილმის ავტორის ვინაობას – მთავარი რეჟისორები სააკაშვილი და პუტინი არიან

„მე გეტყვით მაგ ფილმის ავტორის ვინაობას – მთავარი რეჟისორები სააკაშვილი და პუტინი არიან“, – ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ენმ-ის წევრ სალომე სამადაშვილს პასუხობს, რომლის განცხადებითაც ფილმის ავტორთა ვინაობა არ ხმაურდება.
„სალომე სამადაშვილმა „იმედის“ ეთერით გასული ფილმის ავტორის დასახელება მოითხოვა. მე გეტყვით მაგ ფილმის ავტორის ვინაობას, ქალბატონო სალომე, – მთავარი რეჟისორები სააკაშვილი და პუტინი არიან, პროდიუსერები კი – საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება სრული შემადგენლობით“.
ოპოზიცია აგვისტოს ომის თემაზე ტელეკომპანია „იმედზე“ გასულ ფილმს გამოეხმაურა. ენმ-ის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამ ფილმით ავტორებმა, რომელთა ვინაობაც არ ხმაურდება, რუსული დაკვეთა შეასრულეს. ოპოზიცია ფილმის ავტორის დასახელებას ითხოვს. სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ ფილმი  საქართველოს ხელისუფლების დაკვეთით მოამზადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები