„ბლექ სი არენა“ THIRTY SECONDS TO MARS-ის კონცერტს უმასპინძლებს

13 აგვისტოს, 21:00 საათზე, „ბლექ სი არენა“, THIRTY SECONDS TO MARS-ის კონცერტს უმასპინძლებს.
„ბლექ სი არენას“ ინფორმაციით, კონცერტზე სცენა ჩვეულებრივზე მეტად გამოწეული იქნება, რადგან არტისტებს მსმენელთან უფრო ახლოს ყოფნა სურთ.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი თქვენგანი სცენაზე ასვლას და საყვარელ მუსიკოსებთან ერთად სიმღერასაც (ცეკვასაც) შეძლებს“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ამასთან, მსურველთათვის, 13 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება,
რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „ბლექ სი არენას“ ბაქანზეც გაჩერდება.

Thirty Seconds to Mars ამერიკული როკპროექტია, რომელიც 1998 წელს ორმა ძმამ Jared Leto და Shannon Leto-მ შექმნა. ბენდის პირველი კომერციული წარმატება და აღიარება 2005 წელს გამოსულ ალბომს A Beautiful Lie უკავშირდება, რომელიც ისეთ ჰიტებს მოიცავდა, როგორებიცაა: “Attack”, “The Kill”, “From Yesterday” და “A Beautiful Lie“.

კრიტიკოსების და მსმენლის მხრიდან ალბომის აღიარებამ ჯგუფის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა, რის შემდეგ ამერიკულმა ჯგუფმა კიდევ 3 წარმატებული ალბომი გამოსცა, რომლის პარალელურად Thirty Seconds to Mars-მა მსოფლიოს ყველა დიდ ფესტივალებსა და საკონცერტო სივრცეებში დაკვრას განაგრძობდა.
2013 წელს, ალბომის Love, Lust, Faith and Dreams შემდეგ, ბენდმა 5- წლიანი პაუზა აიღო, რასაც მოჰყვა არტ პოპ და ელექტრონულ ჟღერადობაზე ორიენტირებული ალბომი – America. სწორედ ამ ჩანაწერს მოჰყვა ჯგუფის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ტურნე, რომელის ფარგლებშიც Thirty Seconds to Mars საქართველოსაც ეწვევა.
სპირიტუალური და ფილოსოფიური თემებით დატვირთული სიმღერების და ენერგიული ცოცხალი შესრულებების წყალობით Thirty Seconds to Mars თანამედროვე მუსიკალური სივრცის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პროექტია.

კარი  18:00 საათზე გაიღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები