ნიგერიაში სამგზავრო ავტობუსების შეჯახების შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში, ბაუჩის შტატში, ორი სამგზავრო ავტობუსის შეჯახების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა.
Daily Trust წერს, რომ ავტობუსები საპირისპირო მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.
შეჯახების შემდეგ, სალონებში ცეცხლი გაჩნდა.
გამოცემის ინფორმაციით, ავარიის მიზეზი დაზიანებული გზა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები