ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კრაზანას საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს აქტიურად აწარმოებენ

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კრაზანას კერების დაფიქსირების შემთხვევაში, შესაბამისი დროული რეაგირებისთვის საჭირო პრეპარატებით აღჭურვილია ყველა საექიმო ამბულატორია.
მათიცე ცნობით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, შესაბამის სამსახურებთან ერთად, კრაზანას საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს აქტიურად აწარმოებს.
მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე, ოლეგ ჭანკოტაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს გააცნო ინფორმაცია, თუ როგორ გაუწიონ მოსახლეობას კონსულტაციები.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მუნიციპალიტეტში კრაზანას მატების გახშირებული შემთხვევები არ ფიქსირდება და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები