ნიუ-იორკში ჩინური ახალი წლის დადგომა აღნიშნეს

ნიუ – იორკის ცათამბჯენი “ემფაია სთეით ბილდინგი” ჩინური ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით წითლად და ოქროსფრად გაანათეს. საახალწლო განათება ჩინეთსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 35-ე წლისთავსაც უკავშირდება.
“ემფაია სთეით ბილდინგი”, მთვარის კალენდრის მიხედვით, ახალი წლის დადგომას სადღესასწაულო განათებით 2001 წლიდან ხვდება. წითელი და ოქროსფერი კი კეთილდღეობის და ჯანმრთელობის ნიშანია. წელს ჩინური კალენდრის მიხედვით 2014 წელი 31 იანვარს იწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები