მოსკოვში პოლიციამ აქციის 300–მდე მონაწილე დააკავა – მათ წინააღმდეგ ხელჯოხებს და სხვა სპეციალურ საშუალებებს იყენებენ (live)

მოსკოვის პოლიციამ, ქალაქის ცენტრში მიმდინარე არსანქცირებული საპროტესტო აქციის 295 წევრი დააკავა.
ამის შესახებ პოლიციის განცხადებაშია ნათქვამი.
აქციის მონაწილეები „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის“ დააკავეს.
ტელეკომპანია „დოჟდის“ ინფორმაციით, ძალოვანები აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ დაკავებისას ხელჯოხებს და სხვა სპეციალურ საშუალებებს იყენებენ.
დემონსტრანტები სკანდირებენ „პუტინი, ქურდია“.
აქციაზე ოპოზიციის ლიდერები არ იმყოფებიან, რადგან მათი ნაწილი გუშინ, ნაწილი რამდენიმე დღის წინ, ნაწილი კი, აქციაზე მისვლამდე დააკავეს.
სულ დაკავებულია ოპოზიციის 15 ლიდერი.
მსვლელობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები