მოსკოვის ცენტრში აქციის მონაწილეებს აკავებენ

მოსკოვის ცენტრში, ქალაქის მერიასთან დაგეგმილი არასანქცირებული მასშტაბური აქციის მონაწილეების დაკავება მიმდინარეობს.
ტელეკომპანია „დოჟდის“ ინფორმაციით, ამჟამად ხალხი მხოლოდ იკრიბება, თუმცა პოლიცია მათ ნაწილთან გასაუბრების შემდეგ, ისინი პოლიციის ავტობუსთან მიჰყავს. დაკავებულებს, სავარაუდოდ, პოლიციის რაიონულ განყოფილებაში გადაიყვანენ.
„დოჟდის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე 30–ზე მეტი ადამიანია დაკავებული.
ადგილზე ოპოზიციის ლიდერები ჯერ არ იმყოფებიან.
შეკრებილები, მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელი, ოპოზიციის კანდიდატების დაშვებას ითხოვენ, რომლებსაც ცესკოს გადაწყვეტილებით, ამის უფლება ჩამოერთვათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები