მოსკოვის მერიასთან დღეს, არასანქცირებული მასშტაბური აქციის გამართვა იგეგმება – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

მოსკოვის ცენტრში, ქალაქის მერიასთან, ოპოზიციის მასშტაბური არასანქცირებული აქციაა დაგეგმილი.
ამჟამად, მოსკოვის ცენტრი გადაკეტილია, პოლიცია გამვლელებს აჩერებს.
გვიან ღამით კი, ოპოზიციონერი დეპუტატების სახლებში ჩხხრეკა ჩატარდა, მათი ნაწილი დაკითხვაზეა დაბარებული.
დღევანდელი არასანქცირებული აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი ალექსეი ნავალნია, რომელიც 24 ივლისს, „საჯარო ღონისძიების გამართვის დადგენილი წესის განმეორებითი დარღვევისთვის“დააკავეს.
მანამდე, ალექსეი ნავალნი მომხრეებს მოსკოვის მერიასთან 27 ივლისს მასობრივი აქციის გამართვისკენ მოუწოდებდა, რომ მოხდეს მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების დაშვება.
ნავალნი არ გამორიცხავდა, რომ აქცია უვადო ხასიათს მიიღებდა.
არჩევნებზე არდაშვებული დამოუკიდებელი კანდიდატები აცხადებენ, რომ მთელი კვირის განმავლობაში მერიასთან პიკეტებს მოაწყობენ ლოზუნგით „დაუშვი“.
რუსეთის ხელისუფლება ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას „პოლიტიკური შანტაჟის მცდელობად“ აფასებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები