კიევში ოთხმა ქართველმა უზბეკეთის მოქალაქე მძევლად აიყვანა (ვიდეო)

   კიევში ეთნიკური ორგანიზებული დაჯგუფების ოთხმა ქართველმა ფულის გამოძალვის მიზნით უზბეკეთის მოქალაქე მძევლად აიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უზბეკეთის მოქალაქეს გათავისუფლების სანაცვლოდ 5 ათას დოლარს სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდნენ.
კიევის სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედების დაკავება მოახერხეს. დაჯგუფების წევრებს ბინა ნაუმოვის ქუჩაზე ჰქონდათ ნაქირავები. დაჯგუფების წევრები მას შემდეგ, რაც მსხვერპლს ამოირჩევდნენ, მას აშინებდნენ და თავდაპირველად 1000 დოლარს ძალავდნენ. უარის შემთხვევაში კი ცეცხლსასროლი იარღით ემუქრებოდნენ.
მას შემდეგ რაც სამართალდამცველებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ დამნაშავეები უზბეკეთის მოქალაქის ნათესავებს ფულს სძალავდნენ, ოპერატიულმა მუშაკებმა მოქმედება დაიწყეს. მათ დამნაშავეთა ადგილსამყოფელის დადგენა და დაკავება მოახერხეს. ისინი საქართველოში 1977, 1982, 1985 და 1991 წელს დაბადებული მოქალაქეები არიან. ორი მათგანი ადრე ნასამართლევია. ბინაში, სადაც დაჯგუფების წევრები დროებით ცხოვრობდნენ, ნაპოვნია უცხოური წარმოების საბრძოლო პისტოლეტი და ვაზნები.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=CvPCfMs6R1s&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები