დავით დვალი: ადეიშვილმა, მერაბიშვილმა და ოქრუაშვილმა მადლობა გადაგვიხადეს იმისთვის, რომ ტელევიზია დავთმეთ

“ოქრუაშვილი პირდაპირ აღიარებს, რომ უმაღლესი რანგის ძალოვანი სტრუქტურის მინისტრი ტელევიზიის წართმევასა და მითვისებაში მონაწილეობდა”, – ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებელმა, დავით დვალმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ადეიშვილმა, მერაბიშვილმა და ოქრუაშვილმა მადლობა გადაუხადეს იმისთვის, რომ ტელევიზია დათმო.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოქრუაშვილი მხოლოდ ერთხელ გვყავს ნანახი. უკვე ყველაფერი რომ დამთავრდა, გადაიფორმეს ტელევიზია, მერე შეგვხვდნენ სამივე ძალოვანი სტრუქტურის მინისტრები – ადეიშვილი, მერაბიშვილი და ოქრუაშვილი და მადლობა გადაგვიხადეს იმისთვის, რომ ჩვენ ტელევიზია დავთმეთ. პირდაპირ აღიარებს, რომ სახელმწიფო მოხელე, უმაღლესი რანგის ძალოვანი სტრუქტურის მინისტრი მონაწილეობდა ტელევიზიის წართმევასა და მითვისებაში, მან პირადად მიითვისა. მგონია, რომ პროკურატურისთვის ამ დეტალების გამოკვლევა ძალიან საინტერესო უნდა იყოს, ვინაიდან სახეზეა დანაშაული“, – განაცხადა დავით დვალმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები