ცერებრალური დამბლის მქონე 13 წლის ლუკა მჟავანაძის მდგომარეობა მძიმეა – “ჩერნოვეცკის ფონდი” საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს

0

13 წლის წინ ლუკა მჟავანაძის დედა ბედნიერი ქალი იყო. ის პირველ შვილზე იყო ორსულად! წარმოდგენილი ჰქონდა, თუ როგორი საყვარელი შვილი ეყოლებოდა, როგორ დაიწყებდა იგი საუბარს…
მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა…
“ჩერნოვეცკის ფონდის” ცნობით, ბიჭუნა ცერებრული დამბლით დაიბადა. დროთა განმავლობაში მას ეპილეფსიური შეტევებიც დაეწყო, მხედველობის პრობლემები შეექმნა და დღითიდღე მისი მდგომარეობა უარესდებოდა…
ლუკას მამა გარდაიცვალა, დედას ბავშვის გადასარჩენად ყველაფრის გაკეთება მარტოს მოუწია…
როგორც მან გვითხრა, ამ წლების განმავლობაში საკუთარი სახსრებით ლუკას სტამბოლში ორი ოპერაცია გაუკეთა, რის შემდეგაც ბავშვი ფეხზე წამოდგა.
„მისი მდგომარეობა ახლა ძალიან მძიმეა, რეაბილიტაციის კურსს თუ არ გავაგრძელებთ, ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება. ლუკა ძალიან ძლიერი ბიჭია, სიცოცხლით სავსე და მთელი ძალით იბრძვის გადარჩენისთვის“, – ამბობს გვრიტუნა, ლუკას დედა.
– გვრიტუნა, ხელისუფლებიდან არავინ დაგხმარებიათ?
– მადლობა ღმერთს, კი! ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია 2 თვეში ერთხელ სარეაბილიტაციო კურსს გვიფინანსებს, რომელიც 10 პროცედურას მოიცავს. ეს ლუკასთვის არაა საკმარისი, ამიტომ ჩვენ კეთილი ადამიანების დახმარება გვჭირდება.
-სად ცხოვრობთ ახლა? სახლი გაქვთ?
-საკუთარი საცხოვრებელი ჩვენთვის ფუფუნებაა. ახლა სოფელ ქობულეთში ჩემ ძმასთან ვცხოვრობთ, დროებით. მან შეგვიფარა. არ მაქვს ფული იმისთვის, რომ ბინა ვიქირაო. რომც მქონოდა, ლუკას ჯანმრთელობის გაუმჯობესებას მოვახმარდი.
სახელმწიფო ლუკას მხოლოდ პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსიას – 200 ლარს აძლევს. დედა-შვილს სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი არ აქვს. მიზეზი რეაბილიტაციის დროს ლუკას ავტომობილით ტრანსპორტირებაა, რომელსაც დედას ძმა ათხოვებს ხოლმე.
ლუკას მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, სპეციალური კვება ესაჭიროება, რეაბილიტაციის სრულყოფილი კურსი კი საშუალებას მისცემს მას ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყოს.
მეგობრებო, ბევრ ჩვენგანს ჰყავს შვილები და მათთვის ჩვენ მხოლოდ საუკეთესო გვემეტება. მოდით, ვიზრუნოთ თუნდაც ერთხელ სხვის შვილებზე. ერთად გადავარჩინოთ და დავუბრუნოთ მათ სიცოცხლის ხალისი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ და გადარიცხოთ თანხა” ჩერნოვეცკის ფონდის” ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლუკა მჟავანაძე). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/484-mjavanadze/.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებსა და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

კომენტარები

კომენტარი