იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან შეხვედრა მიმდინარეობს

0

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საჯარო მოსმენა მიმდინარეობს.
დღევანდელ მოსმენაზე სამი კანდიდატი: შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე და გიორგი თევდორაშვილია მოწვეული. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ პროცესს გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე უკვე ესწრება.
პროცედურა საჯაროდ მიმდინარეობს და პირდაპირ ეთერში “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მეშვეობით გადაიცემა.
ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 17 ივლისს დაიწყო. გასაუბრების უკვე 12-მა კანდიდატმა გაიარა.
​იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137-კაციანი სიიდან ე.წ გრძელი სია შეადგინა, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად, საბოლოოდ, სწორედ ეს 20-კაციანი სია გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი