რუსთაველის გამზირზე აქციების დაწყებიდან ერთი თვე გავიდა

0

რუსთაველის გამზირზე აქციების დაწყებიდან დღეს ერთი თვე გავიდა. 20 ივნისის შემდეგ დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოქალაქეების პროტესტი არ შეწყვეტილა.

პარლამენტის შენობის წინ, ახალგაზრდები კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

აქცია საკანონმდებლო ორგანოს წინ ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

დღევანდელ აქციაზე ისინი ბანერებით მივიდნენ, რომლებზეც რიცხვებია გამოსახული – როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეს სიმბოლური ნიშანია მათი სიმრავლისა.

20 ივნისს რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომამ საზოგადოება ქუჩაში გამოიყვანა.

ფაქტის გასაპროტესტებლად გამოსული აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაარბია.

20-21 ივნისს თბილისში, მიმდინარე აქციაზე 400-მდე ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი